მეწარმეობის სექტორის მხარდამჭერი პროგრამის პრეზენტაცია

11 ივნისს, გამგეობის წევრების ინიციატივით სასტუმრო ბილტმოტის საკონფერენციო დარბაზში ასოციაციის სხდომა გაიმართა. მენეჯერთა ასოციაციის ბორდი შეხვდა საქართველოში მოქმედ ბიზნესის ხელმძღვანელებსა და მენეჯერებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ, ტურისტული, საფინანსო, აგრარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროს მენეჯერები.

მენეჯერთა ასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარეებმა დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის სამომავლო გეგმები გაუზიარეს. წევრებთან საინტერესო დისკუსია წარიმართა, მათი მხრიდან ახალი იდეებიც და ინიციატივებიც გაჟღერდა.

კონცეფცია – ქართულმა სახელმწიფომ წარმოადგინა მეწარმეობის სექტორის მხარდამჭერი პროგრამის პროგრამა. სერტიფიცირების პროგრამაში ჩართულმა კვალიფიციურმა მენეჯერებმა და მართვის უნარებში წარმატებულმა სპეციალისტებმა გაერთიანებას მხარდაჭერა გამოუცხადეს თავიანთი მრავალწლიანი მართვის გამოცდილების გაზიარებით, და ასევე სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. ასოციაციას კარი ღიაა დაინტერესებული პირებისთვის და კომპანიებისთვისაც.