ვინ ვართ ჩვენ

კონცეფცია – ქართული სახელმწიფო წარმოადგენს გაერთიანებას, რომლის წევრებიც არიან სხვადასხვა პროფესიის და სპეციალობის ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და სახელმწიფოს სტაბილური განვითარება და სამომავლო პერსპექტივები. გაერთიანების წევრები თავიანთ სფეროებში პროფესიონალი და წარმატებული ადამიანები არიან.

გაერთიანებაში ფუნქციონერებს სხვადასხვა მიმართულების კომიტეტები, როგორიცაა იურიდიული, ეკონომიკური, განათლების, საგარეო ურთიერთობები. მათი ფუნქციაა სახელმწიფოს განვითარების ხელშეწყობა მრავალი მიმართულებით.

გაერთიანების წევრები მუშაობენ მოსახლეობისათვის აქტუალურ ინიციატივებზე და პროექტებზე. მონაწილეობას იღებენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებაში. აანალიზებენ და წამოჭრიან სხვადასხვა საკანონმდებლო პროექტებს.