აგვისტოს ომი, რომელიც რუსეთმა სინამდვილეში წააგო

პიროსის გამარჯვება — აღნიშნავს გამარჯვებას ისეთი დანაკარგებით, რომელიც აბათილებს გამარჯვებით მოპოვებულ უპირატესობას. გამოთქმა წარმოიშვა, როდესაც პიროსმა აუსკულუმთან ბრძოლაში დაამარცხა რომაელები, მაგრამ დაკარგა ნახევარი ჯარი. როგორც გადმოცემით არის ცნობილი, პიროსმა წამოიძახა: “კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჯარი საერთოდ აღარ დამრჩება.” თითქოს ცნობილი ამბავია, რომ 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომი რუსეთმა მოიგო და განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვსაზღვრავთ თავად მოგებას ანუ რას ნიშნავს ომის მოგება ან წაგება. ის რომ რუსეთმა მოიგო კონკრეტული სამხედრო შეტაკება გასაგებია, თუმცა აქ მეორე საკითხია რა მოუტანა ამ სამხედრო გამარჯვებამ რუსეთს საბოლოო ჯამში. მოდი გავაანალიზოთ ეს საკითხი უფრო სიღრმისეულად. მხოლოდ იმას თუ ჩავთვლით…

უნდა შეიზღუდოს თუ არა საქართველოში უცხოელებზე ქონების მიყიდვა?

როგორც ჩანს, ვერც ხელისუფლება და ვერც მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იაზრებს უცხოელებისათვის ქონების ასე უკონტროლო მიყიდვიდან გამომდინარე საფრთხეებს და გრძელვადიან შედეგებს. პირველ რიგში უცხოელი, რომელიც ყიდულობს საცხოვრებელ ბინას საქართველოში, ის უკვე ტურისტი აღარ არის, იცვლება მისი ქცევის წესი და ფსიქოლოგია, ის აღარ ხარჯავს ფულს ტურისტულ ადგილებში, ცდილობს იცხოვროს როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, ხშირ შეთხვევაში ეძებს სამსახურს და იკავებს ადგილობრივის ადგილს. სამშებებლო ბიზნესი ამ სახით უპირისპირდება ტურისტულ ბიზნესს. ასევე არასწორია აზრი, თითქოს ბინების გაყიდვიდან ქვეყანაში შემოდის მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ასე არ არის, რადგან იმ პირობებში, როდესაც არ ხდება წარმოების განვითარება და ექსპორტის გაზრდა, ფული ქონების რეალიზაციიდან როგორც შემოედინება, ზუსტად ისე გაედინება. აშენებული ბინის რეალიზაცია…