დასაქმების ეროვნული ბიუროს შექმნა უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტის აუცილებელ პირობად მიგვაჩნია.

ბიურო რომლის ფუნქციებში უშუალოდ შევა სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირების გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, სამუშაოს მაძიებელთათვის მათი კვალიფიკაციის შესაბამისად სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში დასაქმების შეთავაზება. კერძო სტრუტურებში დასაქმების შემთხვევაში დამსაქმებლისათვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების შემოღება. გადამზადებული კადრების სახელმწიფო სტრუქტურებში აუცილებელი დასაქმება გარკვეული პერიოდის შემდეგ. სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაოდ აყვანის და დასაქმების სამართლიანობის  და გამჭირვალეობის კონტროლი. სახელმწიფო ორგანოებში დასაქმეის სახელმწიფოებრივი სტანდარტების შემუშავება. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე კადრების აყვანის ორგნიზება საერთო სახელმწიფოებრივი სტანდარტების და შრომის კოდექსის შესაბამისად.