დიდი შეთქმულება: ნაკლებადცნობილი ფაქტები მასონებზე
მასონები – ერთერთი უდიდესი საიდუმლო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელსაც ახასიათებს ტრადიციების და წესჩვეულებების მკაცრი მემკვიდრეობითობა, და რომელთაც ჩვენამდე უცვლელად მოაღწია.
რამდენი მასონია მსოფლიოში?
მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისევე როგორც, რამდენიმე საუკუნის წინ, საკუთარი ლოჟა ევროპის პატარა პროვინციული ქალაქშიც კი იყო. განსხვავება მათ შორის უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე მსგავსება, თუმცა ერთად მასონების რაოდენობა დაახლოებით ხუთ მილიონს აღწევს.
საიდან გაჩნდნენ ისინი?
ტრადიციულად, პირველი მასონობის შექმნა დაკავშირებულია 1717 წელთან, როცა ოფიციალურად გამოჩნდა პირველი დიდი ლოჟა ლონდონში. თუმცა, თავად მასონები თავის ისტორიას სოლომონის ტაძრის აგების დროსთან აკავშირებენ, როდესაც ჩამოყალიბდა თავისუფალი კალატოზების საიდუმლო საზოგადოება, ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ ღვთაებრივი არქიტექტურის მეშვეობით.
პირველი მასონები
მასონთა კავშირი თანამედროვე ფორმით გაჩნდა თავისუფალ კალატოზთა საძმოდან, ან შუასაუკუნეების სამშენებლო სახელოსნოებიდან. ყველაზე ადრეული მტკიცებულება არქიტექტორთა საძმოსა და მშენებელთა არსებობისა შუა საუკუნეების ევროპაში 643 წელს ფიქსირდება. გოთიკურ ეპოქაში, უზარმაზარი ეკლესიის შენობების აღმართვა საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც, მუშები და მხატვრები, ფაქტობრივად მთელი ცხოვრების განმავლობაში მშენებლობასთან ახლოს ცხოვრობდნენ. ბუნებრივია, რომ ისინი შეიკრნენ საზოგადოებად, რომელმაც მოგვიანებით შეიძინა თავისი წესები და რიტუალური სიმბოლოები.
რიტუალები და სიმბოლიზმი
მასონები თავის შეხვედრებს რიტუალური ფორმით ატარებენ. ამიტომ, არ არსებობს რაიმე საერთო წესები. თითოეულ ლოჟას შეუძლია შექმნას თავისი საკუთარი რიტუალები. როგორც წესი, ეს არის ახალი წევრების ინიციაცია და მსგავსი ჯგუფური მედიტაცია, რომლის დროსაც აქტიურად გამოიყენება სიმბოლოები. ყველაზე ხშირად, ეს არის სამშენებლო ინსტრუმენტები, როგორებიცაა ჩაქუჩი, ან ნიჩაბი ცემენტისთვის.
ფარგალი და მართკუთხა
მასონების მთავარ სიმბოლურ ინსტრუმენტად უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს ფარგალი და მართკუთხა. ეს ორი ნივთი აუცილებელად უნდა იყოს ნებისმიერ ლოჟაში და სწორედ ისინია გამოსახული მასონების ლოგოტიპზე, რომელიც ფართო წრეებში პოპულარული გახდა. ასობით წლის განმავლობაში, ამ ორმა ინსტრუმენტმა სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძინა: მოსაზრებები ამ ნივთების მეტაფიზიკაზე, ერთ-ერთ ამოცანად ითვლება, რომელსაც ეჯახება ნებისმიერი ახალი მასონი. მათ გარდა, მასონებს აქვთ სხვა მსგავსი წმინდა ინსტრუმენტები, როგორებიცაა შვეული, ჩაქუჩი, ურო, სატეხი, სახაზავი, წინსაფარი და რა თქმა უნდა, სამკუთხედი.
თანამდებობა და სტატუსი
მასონობაში არსებობს სამი ძირითადი ხარისხის მიძღვნა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ლოჟაში:
მოსწავლე – ხარისხის მინიჭებას, ახალბედა ინიცირების რიტუალის შემდეგ მაშინვე იღებს;
კვალიფიციური მუშაკი – გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც მასონი შეისწავლის საიდუმლოებებს და სიმბოლოებს.
ოსტატი – სრული ხარისხი, რომელსაც ეხსნება სრული დაშვება საიდუმლოებებთან და შეუძლია კავშირის დამყარება ლოჟის წევრებთან.
გარდა ამ სამი საფეხურისა, არსებობს დიდი ოსტატის თანამდებობაც, რომელსაც სხვანაირად მაგისტრსაც უწოდებენ. ის ლოჟის არჩევადი ხელმძღვანელია, რომელიც საკუთარ თავზე იღებს მთავარი მასონური რიტუალებისა და შეკრებების ორგანიზებას. მასონებს ერთმანეთისგან შეიძლება განასხვავებდეს ტანსაცმელი, იმის მიხედვით, თუ რომელი ხარისხი აქვს მინიჭებული.
საიდუმლო ნიშნები
მასონები ხშირად იყენებენ საიდუმლო ჟესტებსა და ნიშნებს, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ საძმობს წევრებს შეუძლია გაიგონ. ამ სფეროში გამოვლინებების რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, თუმცა მასონები მუდმივად იგონებენ ახალ საიდუმლო მისალმებებს, რომლებიც საიდუმლოდ იცავენ მათ ლოჟას თვითმარქვიებისგან.
საიდუმლო ძმობა
გავრცელებული საწინააღმდეგო აზრის მიხედვით, მასონობა არ არის საიდუმლო ორგანიზაცია. მასონს შეუძლია თავისუფლად უთხრას ხალხს, რომ ის მასონია. ლაპარაკი აკრძალულია მხოლოდ საიდუმლოებებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ლოჟის წევრებისთვის. ორგანიზაციის მრავალფეროვნების საწინააღმდეგოდ, მასონობის მთავარი საქმიანობა ქველმოქმედება და ზნეობრივი გაუმჯობესებაა, ასევე საძმოს მეგობრობის განვითარება და შენარჩუნება, რაც მასონური წიგნების ინსპირაციის წყაროა.
დაფიცება სისხლზე
ნებისმიერი მასონისგან მოითხოვება, რომ ერთგული იყოს საძმოს წესების მიმართ, არ გასცეს საიდუმლოებები და მოიქცეს კანონის შესაბამისად. კანონი ამ შემთხვევაში არის მრავალრიცხოვანი ტექსტი, რომელშიც საზოგადოების იდეალებია აღწერილი. ამ კანონების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მასონებს ელით რეალური სასჯელი, მათ შორის სხეულით დასჯაც. სისხლზე დაფიცება სრულდება ლოჟის წევრებზე, ხშირად ის სასიკვდილო სასჯელსაც მოიცავს, თუმცა მასონებს შორის რეალური სადამსჯელო ღონისძიებები არასდროს არ იყო მიღებული.
მასონები მართავენ მსოფლიოს
თეორიას იმის შესახებ, რომ ყოვლისშემძლე მასონური ლოჟა არის მსოფლიოს საიდუმლო მმართველი, რეალური საფუძველი აქვს. ამას გვამცნობენ ბოლოდროინდელი კვლევები. მაგალითად, მტკიცებულება იმისა, რომ აშშ-ს ყველა პრეზიდენტი ერთმანეთის ნათესავია. მასონებს შორის ახალი სისხლის შემოდინება პირველ რიგში ხდება ნათესავური კავშირით.