წესდება

კონცეფცია – ქართული სახელმწიფო

 წესდება

 

მუხლი 1.

ზოგადი დებულებანი

1.1 კონცეფცია – ქართული სახელმწიფო (შემდგომში – გაერთიანება) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2.  გაერთიანებას უფლება აქვს თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, საარბიტრაჟო და სამედიატორო სასამართლოებში.

1.3.  გაერთიანების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი (გაერთიანება).

1.4.   გაერთიანება, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ      ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

მუხლი 2

გაერთიანების მიზნები

2.1. ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

2.2. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარება.

2.3. საქართველოს მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

2.4. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების გაღრმავება.

2.5. ქვეყნის საგარეო ურთიერთობებათა განვითარებისათვის  რეკომენდაციების შემუშავება და მხარდაჭერა.

 2.6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  პრობლემების მოგვარების მხარდაჭერა.

2.7.  ქართული კულტურული ძეგლების დაცვა და მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

2.8. მეზობელ ერებთან ისტორიული ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება.

2.9. საქართველოში  მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და განათლების დონის ამაღლება.

2.10. დემოგრაფიული და გენდერული პრობლემების შესწვლა.

2.11. სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისკენ.

2.12. სხვადასხვა სახის საქველმოქმედო პროექტების განხორციელება.

 

მუხლი 3

გაერთიანების სრული და შემოკლებული სახელწოდება

3.1. ქართულად:

კონცეფცია – ქართული სახელმწიფო

ლათინური ტრანსკრიფციით:

Concept – Georgian state

 

მუხლი 4

წევრობა და უფლებამოვალეობანი

4.1. გაერთიანების წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, იურიდიული პირი და აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და იზიარებენ და ეთანხმებიან საზოგადოების მიზნებსა და ამოცანებს.

4.2. გაერთიანების წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს გაერთიანების გამგეობას. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

4.3. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს გაერთიანების საქმიანობას, გაერთიანების გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს გაერთიანების საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება გაერთიანების წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

4.4. გაერთიანების დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

4.5. გაერთიანების წევრს უფლებამოსილება უწყდება:

4.5.1   საკუთარი განცხადების საფუძველზე;

4.5.2    გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;

4.5.3    სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

4.5.4    გარდაცვალებისას;

4.6. გამგეობის გადაწყვეტილებით გაერთიანების წევრი შეიძლება გაირიცხოს გაერთიანებიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება გაერთიანების მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

4.7.   გაერთიანების წევრს უფლება აქვს:

4.7.1    მონაწილეობდეს გაერთიანების გამგეობის მუშაობაში;

4.7.2    აირჩიოს და არჩეულ იქნეს გაერთიანების მმართველობის ორგანოებში;

4.7.3    კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს გაერთიანების პროგრამებში;

4.7.4   სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;

4.7.5  მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან გაერთიანების საქმიანობის შესახებ;

4.8.   გაერთიანების წევრი მოვალეა:

4.8.1 დაიცვას გაერთიანების წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

4.8.2  გაუფრთხილდეს გაერთიანების ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

4.8.3 შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს გაერთიანების საქმიანობაში;

4.8.4 პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს გაერთიანების მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;

4.8.5  გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

მუხლი 5

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

5.1. გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს გაერთიანების თავმჯდომარე ერთპიროვნულად.

5.2. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე და სპეციალური წარმომადგენელი გაერთიანების საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად. ისინი გაერთიანებისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ მის წინაშე სოლიდარულად.

 

მუხლი 6

გამგეობა

6.1. გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოა გაერთიანების გამგეობა (მინიმალური რაოდენობა 2 წევრი), რომლის წევრებსაც ირჩევს გამგეობა ინსტიტუტის წევრებისაგან. გამგეობის წევრი აირჩეულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა გამგეობის  წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება გამგეობაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.

6.2. გამგეობის სხდომები იმართება ყოველი  თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გაერთიანების თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ნახევრის მოთხოვნით. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.3. გამგეობა:

6.3.1.   გამგეობის ფარული კენჭისყრით ირჩევს გაერთიანების თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს;

6.3.2.   იწვევს და ატარებს გამგეობის კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს გაერთიანების წევრებს;

6.3.3.    კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს გაერთიანების წესდებაში ცვლილებებისა და დამატებებს;

6.3.4.   კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს გაერთიანების თავმჯდომარეს;

6.3.5.  ფარული კენჭისყრით წყვეტს გაერთიანების წევრად მიღების საკითხებს;

6.3.6. სარეკომენდაციო წერილით მიმართავს გაერთიანების იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება გაერთიანების მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

6.3.7.  ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;

6.3.8.  შეიმუშავებს გაერთიანების საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

6.3.9.  ამტკიცებს გაერთიანების მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;

6.3.10.  ამტკიცებს გაერთიანების სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;

6.3.11.  წყვეტს გაერთიანების რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;

6.3.12.  თავმჯდომარის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს გაერთიანების რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;

6.3.13.  აფუძნებს გაერთიანების საწარმოებს და გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

6.3.14.    ადგენს გაერთიანების თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;

6.3.15.     თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს გაერთიანების ორგანიზაციულ სტრუქტურას;

 

მუხლი 7

თავმჯდომარე

7.1. გაერთიანების თავმჯდომარეს თავის წევრთაგან 3 წლის ვადით ირჩევს გამგეობა.

7.1.1.  თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს.

7.1.2.  ახლად არჩეული თავმჯდომარე ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას.

7.1.3.  გაერთიანების თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე.

7.2. თავმჯდომარე:

7.2.1.  წარმართავს გაერთიანების საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

7.2.2.   ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;

7.2.3.   წარმოადგენს გაერთიანებას სხვა პირებთან ურთიერთობაში;

7.2.4.   წყვეტს გაერთიანების კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს და ამის შესახებ აცნობებს გამგეობის წევრებს;

7.2.5.   გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს გაერთიანების ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას. წარმოადგენს გაერთიანებას საფინანსო დაწესებულებებთან, მათ შორის ბანკებთან ურთიერთობაში, განკარგავს გაერთიანების საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს, გამოითხოვს გაერთიანებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, წარმოადგენს გაერთიანებას სხვა პირებთან ურთიერთობაში.

7.2.6.   უძღვება გაერთიანების წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დადგენილი წესით;

7.2.7.  ხელს აწერს გაერთიანების ოფიციალურ დოკუმენტებს გარდა ფინანსური დოკუმენტაციისა;

7.2.8.  გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანების ორგანიზაციულ სტრუქტურას;

7.2.9.  ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;

7.2.10.  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გაერთიანების წევრებს:

7.2.11.  გასცემს რწმუნებულებებს გაერთიანების წევრებზე და მესამე პირებზე.

7.2.12.  ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

7.4. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან გაერთიანების საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი ვადით. გაერთიანების თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

7.5. გაერთიანების თავმჯდომარის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს გამგეობა.

 

მუხლი 8

ექსპერტთა (მრჩეველთა) საბჭო

8.1. გაერთიანების საკონსულტაციო ორგანოა გაერთიანების ექსპერტთა (მრჩეველთა) საბჭო. რომელიც შედგება სხვადასხვა დარგის ექსპერტებისაგან და რომლის მიზანია  გაერთიანებისათვის კონსულტაციების  და დახმარების გაწევა. ექსპერტს ნიშნავს გამგეობა ხმათა უმრავლესობით.  საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა.

 

მუხლი 9

გაერთიანების ქონება

9.1. გაერთიანების ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

9.2. გაერთიანების ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

 

მუხლი 10

გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა

10.1.  გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

10.1.1.  გაერთიანების გამგეობის გადაწყვეტილებით;

10.1.2.  გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;

10.1.3  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

10.2 გაერთიანების ლიკვიდაციას ახორციელებს თავმჯდომარი

10.3 ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს გაერთიანების გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე.