რეფერენდუმის შესახებ კანონის ინიცირება
რა არის რეფერენდუმი ?
რეფერენდუმი — მოქალაქეთა ნების პირდაპირი გამოხატვის ფორმა, რომელიც გამოხატულია ხმის მიცემაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. რეფერენდუმი — პირდაპირი დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ის წარმოადგენს ხალხის უშუალო კანონშემოქმედებას. რეფერენდუმი არის საზოგადოების მონაწილეობის ერთ-ერთი საშუალება სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ანუ რეფერენდუმი არის მოქალაქის და მთლიანად საზოგადოების მიერ ხელისუფლებაზე გავლენის და კონტროლის ინსტრუმენტი.
ფაკულტატიური – რეფერენდუმის დროს, კანონი სახალხო კენჭისყრაზე გამოაქვთ ამომრჩეველთა განსაზღვრული რაოდენობის მოთხოვნის შემთხვევაში.
პირველი რეფერენდუმი საქართველოში – 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან. საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. შემთხვევით არ არის, რომ კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა.
“დემოკრატიული რესპუბლიკა იმას ნიშნავს, რომ მთელი ძალაუფლება არ არის პარლამენტის ხელში თავმოყრილი, ის დაყოფილია პარლამენტსა და ხალხს შორის. ხალხს აქვს უფლება რეფერენდუმით ჩაერიოს პარლამენტის საქმეებში, მას აქვს ინიციატივის უფლება, საბოლოო სიტყვა დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მაინც ხალხს ეკუთვნის. დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიღებულია მორჩილების პრინციპი, შესაძლებელია პარლამენტმა ისეთი რამ დაადგინოს, რაც მთავრობას, ან რომელიმე მინისტრს არ უნდა, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ პარლამენტის დადგენილებას და ის შეასრულონ.”
ნოე ჟორდანია
საქართველოში ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც კონსტიტუციაში ცვლილებებია ჯერ რეფერენდუმი არ გამართულა
კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს გუნდი გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ტრადიციათ და წესად საზოგადოებისათვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და კანონი მიღებული იქნას მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმების შედეგად.