ნუ მიზანი, როგორც მთავრობა ოფიციალურად განგვიმარტავს, არის კრიტიკული პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის, რაც მოიცავს საკანონმდებლო რეგულირების მექანიზმებს. ახლა რაც შეეხება შინაარსს პირველი, უცნაურია როდესაც ახლა ახსენდებათ, რომ ფასები მაღალია და ამდენი წლის განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ, თან არა მხოლოდ გაზრდილ ფასებს, არამედ მიზეზებსაც – თითქმის ყველა სფეროში კარტელური გარიგებები, მათ შორის საბანკო, სამედიცინო, სააფთიაქო, სასურსათო და სხვა. მეორე უცნაურობა ოპოზიციის რეაქციაა. ოპონენტების მიერ, გაჩნდა მარტივი გზავნილი: ფასებმა უნდა დაიწიოს გადასახადების შემცირების ხარჯზე. ეს შეიძლება ერთი შეხედვით ხალხისთვის მიმზიდველი ჩანდეს, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. გადასახადების შემცირება პირდაპირ ბიუჯეტში შემოსულობების კლებას ნიშნავს, რაც გამოიწვევს სოციალური პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ჯანდაცვის დაფინანსების…