მიზნები

გაერთიანება კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს მიზნებია უპირველეს ყოვლისა ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა  საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ხელშეწყობის გზით. სოციალური და საქველმოქმედო პროექტების განხორციელება, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისკენ.

ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი ფაქტორებია საქართველოს მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაცია და ქვეყნის საგარეო ურთიერთობებათა თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა.

ამასთან გაერთიანების ერთერთი უმთავრესი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ,  ქართული კულტურული ძეგლების დაცვა და მხარდაჭერა. ერის კულტურის, ტრადიციების და ფასეულობების შენარჩუნება და განვითარება.

მეზობელ ერებთან ისტორიული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში  მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის ხელშეწყობა.