პოლიტიკის ინტელექტუალური ელემენტი “კონცეფცია – ქართული სახელმწიფო”
ის რაც ყოველთვის აკლდა ქართულ პოლიტიკას – ინტელექტი, პროფესიონალიზმი და პატიოსნება, საბოლოო ჯამში ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკოსები, ინტელექტუალური, მოაზროვნე და საქმის მკეთებელი მოღვაწეები. დამეთანხმებით რთულია ყველა ამ კომპონენტით დაჯილდოებული ადამიანების პოვნა, მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში და მოსახლეობამაც თითქოს შეეგუა ამ ყოველივეს, აღარც თხოვს პოლიტიკოსებს რაიმე განსაკუტრებულ თვისებებს, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის პრინციპით კეთდება. დღეს ყველაზე გამოყენებადი პოლიტიკური ლოზუნგია” აბა ესენი გინდათ ?”, რაც იმის აღიარებაა, რომ ქართული პოლიტიკური აზრი სრულად გაკოტრებულია.
ზუსტად ამიტომ სხვადასხვა პროფესიის და სპეციალობის წარმატებულმა და რაც მთავარია უანგაროდ ქვეყნის მოყვარულმა ადამიანებმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და სახელმწიფოს მომავალი გადაწყვიტა 2023 წელს ჩამოეყელიბებინა გაერთიანება “კონცეფცია – ქართული სახელმწიფო”. გაერთიანების წევრები მუშაობენ სხვადასხვა ინიციატივებზე, პროექტებზე და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების თუ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.
გაერთიანება კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს მიზნებია უპირველეს ყოვლისა ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ხელშეწყობის გზით. სოციალური და საქველმოქმედო პროექტების განხორციელება, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისკენ.
ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი ფაქტორებია საქართველოს მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაცია და ქვეყნის საგარეო ურთიერთობებათა თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა.
ამასთან გაერთიანების ერთერთი უმთავრესი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ქართული კულტურული ძეგლების დაცვა და მხარდაჭერა. ერის კულტურის, ტრადიციების და ფასეულობების შენარჩუნება და განვითარება.
მეზობელ ერებთან ისტორიული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის ხელშეწყობა.