უმუშევრობა

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა და ის მართლაც საგანგაშო მასშტაბებს იძენს. საქართველოში უმუშევრობის მთავარ მიზეზად, როგორც წესი, მიიჩნევენ ინვესტიციების სიმცირეს, არაკვალიფიციურ მუშა-ხელს და არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. შესაბამისად, სახელმწიფო განსაკუთრებით უნდა ეცადოს ეფექტური დასაქმების პოლიტიკა წარმართოს, რათა ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი. თუმცა მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო ასე არ ხდება.

რა პრობლემებს აწყდება მოქალაქე კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმების დროს?

  • ითხოვენ სამუშაო სტაჟს;
  • ითხოვენ გაუგებარ უნარებს და ცოდნას;
  • ნეპოტიზმი – ურჩევნიათ აიყვანონ თავისიანი;
  • იღებენ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს;

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ დასაქმების ხელშესაწყობად?

კერძო ბიზნესის სტიმულირება – ახალგაზრდას ან სამუშაო სტაჟის არ მქონე მოქალაქის დასაქმებისათვის,საგადასახადო შეღავათები დამსაქმებელი კომპანიებისათვის, კომუნალური შეღავათები კომპანიებისათვის, საბანკო შეღავათები; 

სახელმწიფო ორგანოებში დასაქმების წესის ცვლილება – ახალგაზრდას ან სამუშაო სტაჟის არ მქონე მოქალაქის დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, მაგალითად ყველა უწყებაში კადრების 5-10% გამოცდილების გარეშე თანამშრომლების კვოტა; სამსახურში მიღების სამართლიანი სისტემა და ნეპოტიზმის აღმოფხვრა; შეიქმნას დასაქმების ეროვნული ბიური.

დასაქმების ეროვნული ბიუროს შექმნა – ბიურო რომლის ფუნქციებში უშუალოდ შევა სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირების გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, სამუშაოს მაძიებელთათვის მათი კვალიფიკაციის შესაბამისად სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში დასაქმების შეთავაზება. კერძო სტრუტურებში დასაქმების შემთხვევაში დამსაქმებლისათვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების შემოღება. გადამზადებული კადრების სახელმწიფო სტრუქტურებში აუცილებელი დასაქმება გარკვეული პერიოდის შემდეგ. სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაოდ აყვანის და დასაქმების სამართლიანობის  და გამჭირვალეობის კონტროლი. სახელმწიფო ორგანოებში დასაქმეის სახელმწიფოებრივი სტანდარტების შემუშავება. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე კადრების აყვანის ორგნიზება საერთო სახელმწიფოებრივი სტანდარტების და შრომის კოდექსის შესაბამისად.

 

მოსალოდნელი შედეგები

  • მეტი დასაქმებული;

  • ქვეყნიდან ახალგაზრდობის გადინების შემცირება;

  • მეტი პროფესიონალი კადრი სხვადასხვა სფეროში

  • მომსახურების ხარისხის ზრდა;