ხარისხის კომიტეტი
ხარისხის კომიტეტი აბარებს ანგარიშს ბორდს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების თაობაზე, მათ შორის:
• მოახსენოს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც გადაწყვიტა ფინანსური ანგარიშგების კუთხით და რა ზომებით მიაღწია შედეგს;
• შეაფასოს გარე აუდიტის პროცესის ეფექტურობა და წარადგინოს რეკომენდაცია გარე აუდიტორების დანიშვნაზე ან ხელმეორედ დანიშვნაზე, და გააკეთოს მოხსენება ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელზეც სამეთვალყურეო საბჭო მოითხოვს კომიტეტის აზრს.
ამასთან, კომიტეტმა უნდა გამოყოს ის ასპექტები, რომლებიც მისი მოსაზრებით საჭიროებს კონკრეტულ ქმედებებს ან გაუმჯობესებას, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საბჭოს მიერ მოთხოვნილი ასპექტები თუ სხვა, და გასცეს რეკომენდაციები ამ მიმართულებით მისაღებ ზომებზე, როდესაც აუდიტის კომიტეტსა და საბჭოს შორის არსებობს უთანხმოება, საჭიროა გამოიყოს საკმარისი დრო ამ საკითხების განსახილველად და უთანხმოების მოსაგვარებლად.
ხარისხის კომიტეტი მხედველობაში იღებს საკუთარი ინიციატივების მნიშვნელოვანი საკითხებსაც და არ ეყრდნობა მხოლოდ გარე აუდიტორების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს. აუდიტის კომიტეტი განიხილავს, თუ რა ინფორმაცია და რწმუნებაა საჭირო მასზე დაკისრებული ზედამხედველობის და მონიტორინგის როლის სათანადოდ შესასრულებლად, რათა საბჭოს მიაწოდოს რწმუნება ან რეკომენდაციები და ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში, განსაზღვროს თუ რა ზომების მიღებაა საჭირო მათ აღმოსაფხვრელად. აუდიტის კომიტეტი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს მარწმუნებელი მონაცემები და ინფორმაციის წყაროები ადეკვატური და ობიექტურია.
კომიტეტის თამჯდომარე