საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

dl.beatsnoop.com-final-I0dcqoteFS

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაერთიანების საგარეო პოლიტიკას ანხორციელებს გამგეობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და ხელმძღვანელობს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეყრდნობა ფასეულობათა უცვლელ სისტემას, რომელიც გაერთიანების საგარეო თანამშრომლობის ხედვას ასახავს.

უზრუნველყოფს  ერთიანი საგარეო ურთიერთობების კურსის განხორციელების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვას გამგეობასთან კოორდინირებული მოქმედებით;  მიზანმიმართულად საქმიანობს უცხოურ ორგანიზაციებთან; ასევე განსაზღვრავს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების მიზანშეწონილობას; უზრუნველყოფს საზღვარგარეთ გაერთიანების და ქვეყნის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.