იურიდიული კომიტეტი

dl.beatsnoop.com-final-I0dcqoteFS

იურიდიული კომიტეტის პირველი ძირითადი მიმართულება ეს არის საკანონმდებლო საქმიანობა და საკანონმდებლო რეფორმათა მხარდაჭერა.  საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში წარმოდგენილია ის კანონპროექტები, რომლებსაც აინიცირებს კონცეფცია – ქართული საელმწიფო. ამ მხრივ გაერთიანების სიახლე გახლავთ ის რომ, რომ ჩვენ პირველად გავწერეთ, თუ როგორი უნდა იყოს კომიტეტის სტრატეგიული მიზანი კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო საქმის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრულია სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი საკანონმდებლო რეაგირება მისი დახვეწის მიზნით და საჭიროებისამებრ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

ამასთან კომიტეტი შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს საკანონმდებლო საკითხებზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტს და მთავრობას.

ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს.
აღმასრულებელი საბჭოსათვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე. აანალიზებს ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკას, ატარებს კვლევებს.