ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი
ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის მთავარი დანიშნულებაა ზედამხედველობა გაუწიოს გაერთიანების წევრთა მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და შესრულებას;
ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის მიზნები და ამოცანებია: ა) გაერთიანების წევრების ინფორმირებისა და დარღვევათა პრევენციისათვის პროფესიონალი მენეჯერების ეთიკის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების დოკუმენტების, პროექტების და პროგრამების შემუშავება; ბ) გამგეობის წევრების ეთიკის კოდექსის დარღვევების შესახებ შემოსული საჩივრების (მომართვების, განცხადებების) დროული, ობიექტური განხილვა და შესაბამისი დისციპლინარული ღონისძიებების გატარება.