განათლების კომიტეტი

dl.beatsnoop.com-final-I0dcqoteFS

განათლების კომიტეტის მისიაა გაერთიანების წევრებისა განათლების დონის ამაღლება. კომიტეტის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს გაერთიანებაში პროფესიული განათლების საუკეთესო გამოცდილების დანერგვას, პოპულარიზაციას და შესაბამისი წესების დაცვის მონიტორინგს.

განათლების კომიტეტი ქვეყანაში პროფესიული დონის ამაღლების მიზნით შეიმუშავებს საერთაშორისო განათლების საერთაშორისო სტანდარტების ბაზაზე, მეთოდოლოგიას და განათლების სტანდარდატებს; სასწავლო-მეთოდურ ცენტრს; ამტკიცებს სასერტიფიკაციო-სასწავლო პროგრამებს; ამტკიცებს განგრძობითი სწავლების პროგრამებს; ადგენს სასერტიფიკაციო-საკვალიფიკაციო კურსის ხანგრძლივობას; კანონით განსაზღვრული ფუნქციების და კომიტეტის დასახული მიზნების მისაღწევად.

ასოციაციის პროფესიული განათლების კომიტეტი ახორციელებს: პროფესიული განათლების კრიტერიუმების განსაზღვრას; პროფესიული სერტიფიცირების დებულების შემუშავებას, სრულყოფას და აღსრულებას, მონიტორინგის; პროფესიული სერტიფიცირების პროგრამების შემუშავებას; განგრძობითი სწავლების პროგრამების შემუშავებსა და ამ პროგრამების დანერგვას, სრულყოფას და აღსრულების მონიტორინგს; ასევე პროფესიული სერტიფიცირების შემდგომი განათლების კონცეფციის შემუშავებას; სასერტიფიკაციო გამოცდების ვადებისა და ჩატარების ადგილის დადგენას; სერტიფიცირების გამოცდების კომისიის შექმნას; საგამოცდო დისციპლინებისა და საკითხების ნუსხის დადგენას.  ისევე  არაფორმალური განათლების მიმართულების განვითარება/გაძლიერებას; ასევე მენეჯერთა დატრენინგება და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.

ასევე კომიტეტის ფუნქციებში შედის ქვეყანაში პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მენეჯერთა ასოციაციის სფეროში საგანმანათლებლო პროექტების (ტრენინგების, სემინარების) ჩატარების უზრუნველყოფა.

კომიტეტის თამჯდომარე